kids.ge logo

სიცოცხლემ შხამი მასმია

ფავორიტებში დამატება
სიცოცხლემ შხამი მასმია,
მე კახურ ღვინოდ შავირგე:
შავსვი და არც მოვერიდე,
თუმც მის სიმწარე გავიგე.
ვიცოდი, ეს იქნებოდა:
ეკლის ლოგინიც დავიგე.
ვწევარ და მძინავ ტკბილადა, _
ი, ბიჭობაც ეს არი!
მაღლიდან შავი ღრუბელი
თავს დამწოლია მჭეხარი.
რაცა სწადიან, ისა ქმნას,
მესროლოს მეხი მედგარი.
მე ვარ და არ შავუდრკები,
გაკაჟებული მხედარი.
ჯერ ასე ყოფნა ვარჩიე,
ნუკი გგონივართ ცხედარი.
გულში ცოცხალი გრძნობა მაქვს,
მოუსვენარი, მყეფარი.
ჩემს თვალებს ვეღარ აშინებს
ცრემლი და სისხლი მჩქეფარი,
არც საკუთარი, არც სხვისა,
ჩვენი ტყე-ველის მღებარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდიხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი, წყალს მიმეც ადევებულსა. შორს დამრჩა სატრფო გულისა, იმისთვის დაფეთებულსა. ის ჰგოდ...გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...ილია ჭავჭავაძის სახსოვრადსაძირკვლად აზრი ჩააგდე, ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი, მან გააბრწყინა სხივებით ჩვენი სამშობლოს მთა-ბარი. გვყ...მთათ ძილიხევებში ჩაწვა ნისლები, განზედ დაყრილან მთანია, ერთურთზე მიქადლებულნი, როგორც ერთგულნი ძმანია. მთვარე ცას ...მთათ მითხრეს...მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026