kids.ge logo

სიმღერა

(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)

ფავორიტებში დამატება
არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთ ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
სეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში _ მთა, ბარად _ ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას _ ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია;
ა, უღრან ტყეს მოსული,
თალხკაბა, ენამტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, _
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
მათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
რავის დავუგვიანებ.
ვის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
მად მაგივრად ვწუწუნებ;
ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერთხელც იქნება, მოვკვდებიერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გუ...ალექსანდრე ყაზბეგსშვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა, ცრემლად დამდნარი...დევების ქორწილიღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა, მთებს მოედრიკათ თავიო. ტყეს გასდიოდა ფოთოლი, ზღვა ბობოქარობს შავიო. დევებსა ...მუტრუკი მიტომ მუტრუკობსმუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო! გაიგე ავი და კარგი...ღამე მთაშიდაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს, არ დაგვნათოის თავზედა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026