kids.ge logo

ანდერძი

ფავორიტებში დამატება
ყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
შუგულ ცეცხლში გადავარდნილი.

გეცვას ქართული კაბა, ქათიბი,
წმინდა სამოსი ჩვენი დედების,
ყავი მუდამ ასე ნატიფი
და ნურასოდეს ნუ დაბერდები!

რომ ის შორს მყოფი, სადღაც შენს იქით
მაინც გხედავდეს ალავერდობას
და შენ გეტრფოდეს, როგორც ბესიკი
ეტრფოდა თავის ანა დედოფალს!

ყავი მუდამ შეშიშარი,
აწმყოსთან ერთად გწამდეს წარსული,
და მოკვდი ისე, როგორც შუშანა,
მოწამე არჩილ მეფის ასული.

ნუ მოსურვებ სხვა ქვეყნის ამინდს,
გიყვარდეს მხოლოდ შენი მამული
და თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი,
მონახე ჩანგი და სალამური!

ყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
ბნელ უკუნეთში გადავარდნილი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კრწანისის ყაყაჩოებიჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიან...ბარდნალარა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარა...ჩემი სამშობლოტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია...დასვენების დღევდგავარ და ვხედავ, როგორ თენდება ეს დღე — მთისა და ბარის ზეიმით… ყოველთვის ტკბილად გამახსენდება მისი უბად...ვაჟა-ფშაველას ნაამბობივინ დამიბედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედისწეროდ! ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლე...
„Among us“
ნახატის ავტორი:
დიანა თოდუა (12)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „ანდერძი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026