kids.ge logo

მოწვევა

ფავორიტებში დამატება
ჩემო სიცოცხლევ და
კვალად მარადა.
ეგ შენი სახე
ვით დავივიწყო,
რომ სადაცა ვარ,
ყოველთვის თანმდევს?
ვის შევამზგავსო
ეგ ზეცის სახე!
რომელშიცა
სული გამიბამს
და ქამანდისგან
ვეღარ მიხსნია?
მისთვის თხოვნით
შენა მოგმართავ,
და ჩემს საწყალსა
ამ ჩემსა გულსა;
შენსა ლამაზთა
თეთრ ხელთა ზედა
სიხარულითა
მსხვერპლად მოგართმევ,
რათა მოხვიდე,
და მაგ შენისა
გამომხსნელის ხმით
ეს ჩემი სული
შენვე გამოხსნა,
რომ საკუნოდ
მე დამავალო,
და ამ სოფლისა
შენგნით ვიცოცხლო.

1834-სა წელსა
ლექსანდროვკადგან..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რუსთაველ!ყოვლის ზეციურის მადლით გაბრწყინვებულო, და ანგელოზებრ წმინდად ამომსუნთქმელო. ნეტავი მითხრან, ანუ ზეცითგანა...უეცარი შეხვედრაშეხვდნენ ჭვრეტად ქალ-ყმათ თვალნი, ორთავ ეცათ ტრფობის ძალნი. თქვეს მათ: გული გვეუბნება, ერთმანეთი გვეკუთვნ...თეჯლიშიგანაცვიფროს წამსა შევხვდი მფრინავსა, წინათ სული გრძნობდა ვნახე, სინაძეს, ვსასწაულობ მას დღეს მარად, მფრინ...კავკაზის მთები მაშუკის მთიდგან(ფანტაზია, როცა ახლად გათენდება) «აგერ საგულოვნო, რა მზე ამოელვარდება! ანუ საასპარეზო დღე, ვითარ მოებზადე...ვერის სასაფლაოწავა, წაიღებს სოფელი დროსა, მზის ჩახლებს ზედა მიმომტირალსა, იმის მზგავსვე დროს გადმოსცემს კაცზედ კვალად ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026