kids.ge logo

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად

ფავორიტებში დამატება
სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნობა?

მას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიმეთა დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?
სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,
რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადობი?

წყელიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის — დავუკარგე მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო, სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემთ მეგობართჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ, არ დაიჩნიოთ შავის ბედ...აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველიაღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი, მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი, დიდ სამქუხარო, საავდარო, ...ჩინარიგანმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი, მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაეროვანი, ტურფა,...ცისა ფერს, ლურჯსა ფერსცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხ...სუმბული და მწირიმწირი სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო, რომ შენსა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო? მარქვი, სადა არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026