kids.ge logo

როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა

ფავორიტებში დამატება
როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა,
ღიმილით გევხარ მასის დღესა,
მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა
და მათი მჭვრეტი ვიწვი ცეცხლითა!
არ დაჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ,
არ დაჯერებ, არ დაჯერებ, არ დაჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

როს უბედურ მყოფს მე მოშორება
გონებამტაცის მშვენირების,
ვსთვლი მოწყინებით ჟამთ მჭმუნვარების
და სევდა გლახ-გულს დამეფარება!
არ დაჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

ხან ძილსა იკრთობს, ხან სევდით ოხრავს,
ხანცა ყოველს სულს ამხირულებს,
ხან სიკვდილს იწვევს, ხან შორით ოცნებს,
ხან ჰყვება სოფელს, ხან ცად მიფრინავს!
არ დაჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბულბული ვარდზედბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი: „ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი, მაღირსე...მერანიმირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენ...შემოღამება მთაწმინდაზედჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი, ვითარ შვენიან, როს მონა...რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას? თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას, რომ არ გემსჭვალვი...ფიქრნი მტკვრის პირასწარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად; აქ ლბილს მდელოზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026