kids.ge logo

მიყვარს თვალები მიბნედილები

ფავორიტებში დამატება
მიყვარს თვალები მიბნედილები,
ეშხისა ცეცხლით დაქანცულები;
მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ-ვარდთ ველად
განეწონვიან მათი ისრები.
მივხვდი, თვალებო, ჩემო მკვლელებო, მაგ თქვენსა ქცევას,
მაგრამ ვით ელით თქვენგან კოდილის თქვენგან გაქცევას?

ვიცი, რომ მტრობენ გულსა მგრძნობელსა,
წყალოდ სტანჯვენ უნო მსხვერპლსა,
მაგრამ რა ისართ ზეცად აღმართვენ,
მათშივე ჰპოვებს საკურნებელსა!
თვალნო, ლამაზნო, ვინ უძლოს თქვენსა ძლიერს ბასრობას,
თუ არა სჭვრეტდეს თქვენგან სიკვდილში თვით უკვდავებას?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას? თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას, რომ არ გემსჭვალვი...ჩემს ვარსკვლავსრად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო? მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო: შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას...საფლავი მეფის ირაკლისამოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო, და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო! ახ, რა...ჩონგურსშენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი, ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი, წარსრულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ!...ცისა ფერს, ლურჯსა ფერსცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026