kids.ge logo

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს

ფავორიტებში დამატება
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციბული,
ვფიცავ მე — არ ვეტრფო
არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიმით.

ფიქრი მე სანატრი
მიმიწვევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები — ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს, —
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა, როს
გარს ნისლი მოეცვას —
გიცა შესწიროს
ციაგმან ლურჯსა ცას!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მიყვარს თვალები მიბნედილებიმიყვარს თვალები მიბნედილები, ეშხისა ცეცხლით დაქანცულები; მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ-ვარდთ ველად განეწონვი...არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმაარ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა: მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა! მინდა...ძია გ...სთანძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი, წაგართო ავის ენისა გესლმან; სატრფონი მისნი შემოგარენი გარდახვეწილსა დაგიხშო ...ჩონგურსშენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი, ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი, წარსრულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ!...ჩვილიმიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის, მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის, ოდეს იგი ენითა სასუფევლის უა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026