kids.ge logo

დაკარგული ედემი

ფავორიტებში დამატება
ვის უნახავს ის ედემი შლილი,
სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი,
როგორც ტკბილია გამოღვიძება;
სადაც ბუნების თავისუფლება
მონებას, როგორც უხმო ყვედრება,
ცოცხალ ფშვენითა უყენებს თვალსა;
სად დაკარგავს მშვენიერ ხალხსა
იმ თვით ედემში თვისი ედემი?
ვის უნახავს ის, სამშობლო ჩემი?..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბედნიერი ერიჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივა...ალაზანსსიჭაბუკისა ყვავილი დამიჭკნო ჟამთა დენამა, ნდომა მომაკლო, დამიგდო სასაპყროდ გული რბენამა. საბა ორბელიანი. ...მწუხარებაქვეყანაზედ და ზეცაზედა იყო დუმილი, მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა... და მე კი მკლავდა მწუხარების ...გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026