kids.ge logo

ნიკოლოზ ბარათაშვილზედ

ფავორიტებში დამატება
ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის
ეს განწირული სულისკვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება.

ნ. ბარათაშვილი.

ვაი, დაგკარგეთ!.. უღმრთო იყო შენი სიკვდილი!
ვის უწყს, რავდენი საუნჯენი დავმარხეთ ჩვენა,
გე ზღვა გული, სიყვარულის სხივ-ქვეშ გაშლილი,
რადენ გრძნობით, ჯერ უთქმელით, ჩვენ ჩაგვესვენა?
ვინ იცის, თანა რადენი წარიღე ფიქრნი?
მათ მნიშვნელობა დაგვეკარგა ჩვენ საკუნოდ...
რადენ იმედთ და ნუგეშთა კოკრად ყვავილნი
ჩასჭკნენ შენს გულში განუშლელად ეგრე უდროოდ?
რა დედ-მამა, — მაგ სიკვდილით დაობლდა ერი!..
ვინღა მოგვითხრას ჩვენი ურვა, ჭირი და ლხენა?
ვაი ჩვენ, თვარემ შენ მით მაინც ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი თვით მკვდრეთითაც აღგადგენს შენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაზალეთის ტბაბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო, წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდ...დაბნელდა სული, გარშემოც ბნელადაბნელდა სული, გარშემოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში; აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულ...ციური ხმებიციურნი ხმები — ეგ საკვირვლები, როს მომესმიან, მსწრაფლ მომითხრობენ, საიდამ სრბიან და სად სცხოვრობენ, და ნე...იანიჩარიაგერ რაზმიდამ ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა, შორსა გაჰფანტა თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა... მიჰქრის, მი...მუშა«В труде проходит жизнь его И не приносит ничего». I გოლვიან დღესა ტფილისშია შუა ბაზრისკენ მე ჩამივლია......
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026