kids.ge logo

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

ფავორიტებში დამატება
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: „ის სივეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რადენიც სიყვარულია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელადაბნელდა სული, გარშემოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში; აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულ...მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხითმაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით, როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე, და ქალწულების კრთომით, მორცხვობით მ...ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ...1871 წელი 23 მაისიტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი დიდი დროშა დაიშალა... კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ იგი დროშა დასცა დაბლა....პოეტიმისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო ვით ფრინველმა გარეგანმა; არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამომგზავნა ქვეყნად ცამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026