kids.ge logo

შენზე ფიქრებში, ლამაზო

ფავორიტებში დამატება
შენზე ფიქრებში, ლამაზო,
ცეცხლივით ავინთებიო,
წამაბერავს ქარი და
ფერფლივით ვიფანტებიო.
დარდსა ვსომ, წყაროდ ქცეულსა,
ო, რა ძალიან ვთვრებიო!
ხან სალ კლდედ გადავიქცევი,
ხან მიწად გავმტვერდებიო.
თვალო, ქცელო ღრუბლადა,
რა მალ-მალ მიწვიმდებიო!
გულო, ქცელო ღამედა,
ელვებით მინათდებიო,
ჩანჩქერით ამომკვნესარევ
ქუხილით აჰგმინდებიო.
ცხოვრებამ გამიუფსკრულა
შენსკენ სავალი გზებიო.
როგორ მიყვარხარ მაშინა,
ცოტას რომ გამიწყრებიო,
ცასავით მაიღრუბლები,
სატირლად ემზადებიო,
ცრემლების მძივით სახეზე
ლამაზად მაირთვებიო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აყვავებულა მინდორიაყვავებულა მინდორი, მწვანედ ბიბინებს სათიბი, შიგ ღალა გამოიძახის, უხდება ჭრელი ქათიბი....„რა ვქნისა“ ციხე ავაგე„რა ვქნისა“ ციხე ავაგე, ჯავრი შევაბი კარადა, საიქიოდან მოიდენ ამ ციხის სანახავადა. ბევრი უარეს ციხესა, კა...მაღლაით მოვლენ ღრუბელნიმაღლაით მოვლენ ღრუბელნი, გორებზე დაეკიდება... ჯავრს ნუ მიუშვებ გულზედა, გულს ჟანგი მაეკიდება; ჯავრის მიმყ...წუთისოფელი რა არი?წუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი. რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი. საცა სოფელში მიხვიდე,...თამარ დედოფალი ვიყავთამარ დედოფალი ვიყავ, თავი ძირს აღარ დავიღე, ზღვაში ჩავყარე სამნები, ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე; ქაჯებსა დავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026