kids.ge logo

შეყრილან ერთად მკრთოლვარენი

ფავორიტებში დამატება
შეყრილან ერთად მკრთლოლვარენი უზადოდ მნათნი,
ვარდნი, ზამბახთა ნამკ-ნაზავნი, და გიშრის სათნი,
ლალნი, შემცველნი მარგალიტთა, მკვლელ ეშყნი მათნი,
ფშვიან სუმბულთა, სუნნელება მჰსგავს კასიათნი.
ვაჲ, აწ ვსცან ამ სოფლის საქმენი და ხასიათნი!

განვჰკრთი, რა ვნახე, რომელს მდიდრად ჰშვენიან თალხნი,
მისთვის შეცავ აწ სევდასა, მაქვს სულთქმა-ახნი!
მას ვევედრები: ვებრალოდე, მცეს მუფარახნი!
ესრეთ განვსრულ-ვარ, განვაკვირვნი პირველნი მნახნი!
მოდით მის ხმობად ყოვლნი ბრძენნი ხმელთა და ზღვათნი!

ვეტრფი სურვილით, ვის შვიდნივე არა ჰყავს სწორნი!
დეს ვიხილე, მყის გაცუდნეს მნათობნი ორნი!
ჰხამს, გეწყალვოდეთ, ვისცა გესმნესთ, ახლო და შორნი!
მად ვსტირ, მისნი ვერა რა ვჰსცან საქმენი სწორნი!
მისოდ მყოფსა აწ მომძულდეს მიდამო სრათნი!

მოი, მთვარეო, შემიბრალე, სახმილს ვჰზი მწველსა!
წყლავს ყელსა ესდენ, ჰკლავს სიშორე შმაგსა და ხელსა!
ცნობა მიმეღო, ვეღარ შლენ გჭვრეტ, ტრფიალთ ნათელსა!
ვჰსწყევ ეტლსა ჩემსა: მარად მიმცა მახვილს მწველ-მჭრელსა!
საჯე, მუშთარო, მსწრაფლ მესივნეს მისნი ჯალათნი!

ჰე საწუთროო! რად ჩამაგდე ესოდენ ჭირსა!
დატყვევდა გული, მოუთმენლად ნიდაგ ტირსა.
ვერ ვჰპოვე შემწე, მან ნუგეშს-მჰცეს სიცოცხლეს მწირსა;
მად მივეცი დაუცდელად სულთქმასა ხშირსა!
ჰოი, უწყალოვ, გაქვს ქცევანი ცუდნი და ხლათნი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირ ზამბახნიპირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი? სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი; ბროლის ცაზედ ქუფრად ხალნი იმკობი...მოით მიჯნურნომოით, მიჯნურნო მსოფლიურნო, ვინ ხართ დაგულნი! ისმინეი, ჩემნი ჭირნი მკვლელნი, რა გვარად ჰრთულნი! აწ მნახეთ ...მირიან ბატონიშვილსრაიცა, განათლებულო, გებრძანეს ჩემგან წერითა, - ასჯერ მადლობით მკითხველი. მე ვერა გავძეხ მზერითა ქება მოგი...ტანო ტატანოტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო, კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვ...ამბავს ავწერ ადრინდელსაა. ამბავს ავწერ ადრინდელსა, აღმკულების აღმკობასა, ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა, ბედისაგან ბირებასა, გ. გულთ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026