kids.ge logo

გულსა მომაწვა ვარამი

ფავორიტებში დამატება
გულსა მომაწვა ვარამი
ვით ნაგუბარი წყალიო.
რა მალე შევწუხებულვარ,
გუნება მიძე მყრალიო;
გამაგრდი, გულო, გუნებავ,
როგორც მყინვარი სალიო!
თორ მალე მოვა სიკვდილი,
ტუქსი, არ მოცინარიო;
სულ დამაცილებს ჯავრებსა,
იმნარი აქვ ზარიო.
უნდა წამართოს უცარ
რაც მის მადევს ვალიო.
გავექცე? სად უნდ წავიდე
ცხენიც რო მყვანდეს ჩქარიო?
შავება? არ დაშინებს
ჩემი ფრანგული ხმალიო!
ვიტირო? არ შამიცოდებს,
არ იცის ცოდვა-ბრალიო;
ვეხვეწო? არ გაგონებს,
უნდა იხმაროს ძალიო...
სევ სჯობს გულით ვილხინო
სანამ ცოცხალი ვარიო, -
ვისა აქვ მეტი სიცოცხლე
უფლისგან ნაჩუქარიო?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვახტანგ მეფევახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა....ერეკლე მეფეეს ჩვენი მეფე ერეკლე ერთი პატარა კახია; ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს, გაჰკრა ხელი და გახია....ბიჭო, ვისი ხარ მალხაზიბიჭო, ვისი ხარ მალხაზი? დაურჩი დედაშენსაო. საქმე რომ არა გქონდეს რა, ჩამოირბენდე ჩვენსაო. მოგიხდი წითელ ღ...მოდი ვნახოთ ვენახიმოდი, ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი; მიველ ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი. მოდი, ვნახოთ თხა, რამ შეჭ...ხოგაის მინდიხოგაის მინდი კვდებოდა, მზე წითლდებოდა, ცხრებოდა, ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა, სული გვიანა ჰხდებოდა, ჩამოდიო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026