kids.ge logo

ციცინო

ფავორიტებში დამატება
სასეირნოდ გაუშვა
თოვლში ბებომ ციცინო:
-არ იცელქო, იცოდე,
რაფერი იტკინო!
---
ბებომ ასე შეფუთა
გოგო ერთი ციდა:
სქელი ქურქი ჩააცვა,
სამი წყვილი წინდა.
თათმანები-
რი წყვილი,
ღუნღულა და
თბილზე თბილი.
შეკრულია ყველა ღილი,
არც ყური ჩანს
და არც ცხვირი!
ბოტი მშრალი,
ცხრა საცვალი
და შარვალი
თი ცალი!
ქუდმა დაფარა თვალი!
მოახვია თან თავშალი-
ციდა გოგო
გახდა მრგვალი...
---
გაბერილა ბურთივით-
ვეღარ დადის ციცინო,
როგორ უნდა იცელქოს,
როგორ უნდა ირბინოს?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭინჭარივინ გატირა გელა? გაგვაოცე ყველა. უშიშარი ბიჭი, რას იღვრები ცრემლად? ვინ დაგჯაბნა, გვითხარი, ეგ დევგმირი ვ...მხატვარიკედელზე ცხენი ხატია, იატაკზე კი - ძაღლები, მოხატულია ფანჯარა, მოხატულია კარები. მზე ახატია სავარძელს და ვ...გოზინაყისაახალწლოდ ციყვს ბაზარში უყიდია თხილი, დათვმა თაფლი მოიტანა ორი დიდი ქილით, გააკეთეს გოზინაყი და მიირთვეს...ვაშლიმაგ კენწეროზე რა გინდა? მაღლა ამხტარხარ ცაში! ლოყაწითელას, საამოს შეგნატრის ყველა ბავშვი! ჩამოხტი, ციცქნა...ყრმაო, წმინდავ!ყრმაო, წმინდავ, მოხველ ციდან, სიხარულით გელიან. თავს დაგხარის ხარი, ცხვარი, ყველა შენი მცველია. ღვთიურ წუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026