kids.ge logo

ალილო

(ტრადიციული ინგლისური ალილო გადმოაქართულა მაია კარსელმა)

ფავორიტებში დამატება

შობა გათენებულაო!
მოვიმღერით ალილოს!
სულ წაგეღოს ყველა დარდი,
ძველო წელო, ჩავლილო!

დაგებედოთ სიყვარული
გზა კეთილი სავალი!
ღმერთმა მოგცეთ სიხარული,
ქრისტეშობა მრავალი !

განა ვართ მაწანწალები,
კარდაკარ რომ დადიან?
თქვენი უბნის ბავშვები ვართ,
მეგობრები, ცხადია.

შინ ბუხართან როცა თბებით
გემრილად სადილობთ,
გამოგვხედეთ, სიცივეში
გავიძახით ალილოს!

ლათასა ბალათასა!
ხელი ჩავყავ კალათას,
გაგვიშალეთ კარგი სუფრა,
ღმერთი მოგცემთ ბარაქას!

ღვთის წყალობა არ მოგაკლოთ
სახლის პატრონს, პატარებს,
უხვი თუ ხარ, ზეცირი
ბედნირად გატარებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლო კარნავალი-მომაქვს დიდი საჩუქარი! კარი ფართოდ გამიღეთ! მე და მამამ საახალწლოდ შევიძინეთ ნაძვის ხე! ----------------...გაცვლაგუშინ კობამ, ჩემი რჩევით, გადაცვალა კუზე კევი. მე გავცვალე თოფზე - დოლი, ფანარზე კი- ჩანთა სკოლის. კეპი დ...მხატვარიკედელზე ცხენი ხატია, იატაკზე კი - ძაღლები, მოხატულია ფანჯარა, მოხატულია კარები. მზე ახატია სავარძელს და ვ...თოვლის ბებოს სიმღერათოვლის ბებომ თოვლის ძაფით ბევრი ქსოვა, ჭრა და კერა, თანაც ასე ჩაიმღერა: -რერო რერა! რერო რერა! საჩუქრები ...საშობაო იავნანაიავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ- ნანინაო! შობის ლამაზ ვარსკვლავებმა გაანათეს ცაო! ანგელოზნი ზარებს რეკენ, ციდან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026