kids.ge logo

საყვარელო მამულო!

ფავორიტებში დამატება
საყვარელო მამულო,
შენს სიცოცხლეს ვფიცავარ;
გულმა მხოლოდ შენი მზე,
შენი მიწა იწამა.
შენს გაზაფხულს ვუმღერი,
შენს აპრილს და მასებს,
კალთას გადაგიკოცნი,
ბეს ვარდით აგივსებ.
მწარე იყო წარსული,
რომ დღეის მზით გეხარა,
ჩემო ტკბილო მამულო,
ჩემო კარგო ქვეყანავ!
გვლეწეს, არ გავილეწეთ,
გვწვავდნენ, როდი დავიწვით,
სად ხართ, არაგველებო,
ვაჟკაცებო კრწანისის.
მტერზე წამომართულო,
საკაძის მახვილო,
დროშავ თამარინო,
რასოდეს დახრილო.
ბაზალეთის ტბის ძირში
დარწელო აკვანო,
მამულისთვის დამწვარო,
გმირო მამა-პაპანო!
თქვენი ქვეყნის დიდება,
ერთხელაც რომ გაჩვენათ,
ნატრებდით ნამდვილად,
ხელმერედ გაჩენას.
ვუმღერ მიწას მადლიანს
მზეს ჩამოღვრილს ზოდებად,
ლამაზ ქართველ გოგონებს _
გულზე ცეცხლის მოდებას.
ვუმღერ ყველა მაას,
ცოტნესა და მამუკას,
ვისაც მტერთან ბრძოლაში
წარბის შეხრა არ უყვარს.
ვუმღერ ყველა ერეკლეს,
ავთანდილს და მზექალას,
ვინც მკერდს გადადაფნავს
ნამუსიან ქვეყანას.
ი, ვის გამარჯვებას
და სიცოცხლეს ვინატრებ,
მზეო, უფრო გაბრწყინდი,
მზეო, უფრო გვინათე.
მიწა ბარაქინი,
ოქროსფერი ყანები...
საყვარელო მამულო,
გკოცნი, გეთაყვანები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფიფქის სიმღერამე ფიფქი ვარ, თოვლის ფიფქი პატარა, ქარმა ხევ-ხევ, მინდორ-მინდორ მატარა, მოვფრინავდი, შენსკენ მოვიჩქაროდი ...დედის კაბაზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, ვიდრე დედა გ...ილაპარაკეთჩემზე ჰყვებიან ათას ამბავს, რამდენ არაკებს, მაცალეთ ცოტა, ჭორ-მართალში სული მოვითქვა, ილაპარაკეთ, ჩემო კა...დედა და პოეტიმე ვიცი, ჩემში ორი ქალია _ ერთი ლექსებს წერს, მეორე არა. მე ვიცი, იმ ერთს რა უხარია, მეორე _ გულში რა ნაღ...საქართველოს ღირსიდედოფალი შუშანიკ, ჩუმი ლოცვა მისი, ქართველებო, იყავით საქართველოს ღირსი. დედის უბეკალთიდან აფრენილი ნისლი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026