kids.ge logo

ვიდრე დედა გყავს

ფავორიტებში დამატება
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაკებს ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.
თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებს
და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს,
გულს ნუ გატეხ, რა ვუყოთ მერე,
დედის გული და კალთა გაგათბობს.
ნუ შეგაშინებს მეხი ირით,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლირი,
ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა.
ჭირთათმენა და დიდი იმედი,
დედა სიცოცხლის თვალისჩინია,
ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნირი,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ილაპარაკეთჩემზე ჰყვებიან ათას ამბავს, რამდენ არაკებს, მაცალეთ ცოტა, ჭორ-მართალში სული მოვითქვა, ილაპარაკეთ, ჩემო კა...მკითხავი ქალიმკითხავმა ქალმა შემოაღო ფრთხილად ჭიშკარი, ალბათ ვგონივარ, უსაქმური, ანდა მოცლილი. ჩემს მორჩილებას, დაუფლე...ზამთარიხეებს აცმევს სადედოფლო ქოშებს, ფიფქი ტოტსაც დაეკიდა მძივად, ქარში ვდგავარ, ისე გავითოშე, სატრფოსავით ჩავე...სხვაგან არ მეძიოთმე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ, ვიქნები ლოცვად დავარდნილი, სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა და ცა მე...დედა და პოეტიმე ვიცი, ჩემში ორი ქალია _ ერთი ლექსებს წერს, მეორე არა. მე ვიცი, იმ ერთს რა უხარია, მეორე _ გულში რა ნაღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026