kids.ge logo

ბედისადმი

ფავორიტებში დამატება
ჰე, ბედო, რა ხარ?
შენი ხატი ვინ სახოს,
ყოვლ ფერობათა მონაო?
ხელ-მწიფედ მზა ხარ,
მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს
შენი სიმართლით მგონაო!
ნაზდი ხმა ხარ;
ვინც[ა] რამე გიზრახოს,
მართ არ გაგყვების ხსოვნაო!
ხან ტკბილ[ი] ძმა ხარ:
ვინმც[ა] ესრეთ გიძახოს,
მათ ცრემლთა ექმნას ფონაო!

ჰგავს სოფლის პირსა,
ბედო დაუდგრომელო,
სიმტკიცე შენგან ქმნილისა!
ვინ გეტრფის, ტირსა,
ქცევა განუზომელო,
ნატვრა აქვს მას სიკვდილისა!
ხან ქვე შლი ძირსა,
სიმაღლისა მდგომელო,
გაქვს სიცრუე სირბილისა!
ხან დიდ ჰყოფ მცირსა,
რყევა დაუშრომელო,
ხარ სიმართლისა კონაო!

ცხო ხარ შობით,
უღმრთოდ დანაბადეო;
ვით გენდო, ბედო, უბედო!
მე შენის მკობით,
საბრხე გამიბადეო,
და შევიქმენ უმედო.
სურვით და ძმობით
ბევრჯერ რა მიქადიო.
სირცხვილოდ გარდახედო!
სრულ პატრონ-ყმობით
ერთად გამოგვცადეო,
ვინ ვართ მოყმე და მხნონაო!

აწ გიცანთ, გველო,
სამოთხით განმაძეო,
შავბედო არსად არაო!
ქვეყნის შემძვრელო,
ეშმათა მობაძეო,
ხან ბნელო, ხან სადარაო!
დუმალ მჭრელო,
სიდრკუის მამა-ძეო,
დამდგომო უქმად არაო!
გულებთ შემკვრელო,
გამყრელო, მომაძეო,
მლიქვნელო და ღადარაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როს განვიცადე ბედკრულმანროს განვიცადე ბედკრულმან, გულის საკვდავად, დარია, - ცნობა მიმხადა მთიებმან, სურვილმან მისმან დარია. ვერ ე...დავით სარდლისადმისარდარო! ყარიბი. აწ აჯა-ქნევით ჩემს კალამს ვარქვ, რათა გძღვნიდეს შენ სალამს, სიტყვით მართვიდეს თეთრს ალამ...ყოვლად-წმიდის ქებაჯერისაებრ ქება შენი არვის ძალ-უძს, ღვთისა სძალო! ჯერ-არს, შეკრბენ ანგელოსნი, ქვეყნიერნი კაცნი, ქალო! ჯობს...მირიან ბატონიშვილზედსთენ და მირიან მზეობისა დღობანი, სცენდა გმირიან მხნეობითა მხნობანი, შვენდა ზმირიან ფშვეობისა თნობანი, თქვ...დილას მთიებსდილას მთიებს აღმომჭვირვალს დახედა; მიცი, მზეებრ სხივთა მტყორცნის ისარად; გულო, ტრფობის კლასებს ზესთა დახე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026