kids.ge logo

ეტრფის მთიებსა

ფავორიტებში დამატება
ეტრფის მთიებსა შესამკობლად გული ურვილი;
წყურის გონებას სამარადოდ მისი სურვილი;
სული რბის სწრაფით მის-კერძ სრბოლით, სევდალ-ჭურვილი;
თვალნი ვერა სჭვრეტს; ხამს, დაბნელდეს ბინდ-მობურვილი,
თუ დავალებულს გულსა შეხვდეს მისი წყურვილი!
სცვენ ჰინდთა ჯარნი დარაზმულნი ბროლისა ველსა,
მუნიდგან ისრის გამტყორცელნი დაჰკოდენ ხელსა;
ვარდი, ზამბახთა შერელი, ნამსა სცვრის თხელსა;
სადაფნი ძოწსა მოზღუდავს გონება-ქველსა;
განვჰკრთი მჭვრეტელი, თავ-რეტებად მინაწურვილი!
ტან-ნაკვეთ სრულო, ალვად გულო, შაშპრა-სოსანო,
ნარდო-ზმირინო, ხმა-სირინო, ამოდ-ხმოსანო,
ზილფო-კასიავ, ნამკ-სასიავ-კინამოსანო,
დათხზულ-დალალო, ბროლ-და-ლალო უფასოსანო,
შენსა ვერ მჭვრეტსა თვალთა სდიან ცრემლი-წურვილი!
მეყნოსა ოდეს სურნელება თმისა შენისა,
მყისვე გაცუდდეს მრავლადობა ჩემის სენისა;
მოდ და წყნარად სიტყვა მესმა მზისა ენისა,
შევსვი შარბათი ბაგეთაგან არ საწყენისა;
მისთვის შემექმნა გული მუნვე მინაშურვილი!
ჰე, გულო კრულო, ისარ-კრულო, ბედსა ხარ მწარეს!
გიხმს, თავო ზღვათა შესართავო, რბოდე მისს არეს!
ღარიბად ვლიდე, კართა სცვიდე, თუ შეგიწყნარეს,
სადა ჰინდოთა ბნელ-ბინდოთა სათნი შესარეს,
მონებდე ხლებით, მისსა თნებით, სტრფოდე ურვილი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე სული ჩემი ფეშქაშადმე სული ჩემი ფეშქაშად შენთვისცა შემიწირია. შენს სიყვარულზე სიკვდიდმდე მაქვს გასატანი პირია. დაო, შენც იცი...ჭადრაკზედ ზმებინიჭად რა კიდარ უკადრად მე ფერხნი შემჰსდგენ ღონითა; ჟილ ბლაზი ერის მეტ ლიზღვით დამმხედ არ იყოს ჰხსონითა; დ...მშვენიერთა ხელმწიფევმშვენიერთა ხელმწიფევ, მკლავ სიშორით შენითა! კვნესის გული საკვდავად, მსწრაფლ მჩივარის ენითა! შენ მოგშორდი,...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...სტვენს ბულბულისტვენს ბულბული ვარდსა ზედა, ხმა საბრალოდ მეამედა; კოცნა ვეღარ გაებედა საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026