kids.ge logo

იადონს ის ევარდა

ფავორიტებში დამატება
დონს ის ევარდა
და სუმბულს ის ევარდა.
თქვა მაისმა: "მე თქვენგან
დაბმულ-ვარ ისე ვარ და!"
შავმან შაშვმან ისტვინა.
პირველ ვინ ჰკლა ის, ტვინა,
ეშყი სმასა შეაკლა,
აშრო ვირემდის ტვინა.
მალაღურმან შალა ხმა;
შევლო გულს მან, შალ ახმა;
დაკონა ღულამბარს,
დასჭრა და მან შალ ახმა.
თუთი ლაღობს რა ღაწვად,
მას ვადარნეთ რა ღაწვად!
ვეჭვ ყაყაჩოს უხარის,
გულს აჩნია დაღაწვად.
გვრიტი ყელსა უგარებს,
არ ავ ხმას აუგარებს,
შეტკბობით შეღუღუნებს,
თვალ-შებნედით გუგარებს.
ნარგიზს დარა მან დარა,
რამცა დარა მანდარა!
ჭიკჭიკდა მერცხალი,
სათზედ დარა მანდარა.
ბაგედ ვსთქვი შენდა ლალო;
ცხოს ხმით გშვენს დალალო!
ჰაერს ტოროლა დაგტრფის, -
შეგბრალდეს შენდ, ალალო!
ნარინჯთა დახეთ, დახედ;
მოკრეფად ახე დახედ.
მაჯნუნმა ხმა შევაწყევ
ტან ალვადა ხედა ხედ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შეყრილან ერთად მკრთოლვარენიშეყრილან ერთად მკრთლოლვარენი უზადოდ მნათნი, ვარდნი, ზამბახთა ნამკ-ნაზავნი, და გიშრის სათნი, ლალნი, შემცვე...მამამან გფაროსმამამან გფაროს, ძემან დაგცვაროს, სულმან სამსებით გცეს ვარდის კონა! გატრფოს ზენამა სულთ მალხენამა, მას აღე...ჰაერი ცივ-ნამიანიჰაერი ცივ-ნამიანი, ჩემთვის აღარ-ა დღიანი! მას ვშორავ გულ-სევდიანი, ვის მოლოდნა მაქვს გვიანი! ქუფრ-ხვევით,...ასპინძის ომზედასპინძის მიწა გიწამებს, - ურგებ არს ჩემგან თქმულები! რუს-ქართველ-კახნი მოადგნენ აწყურსა, დარაზმულები; მუნ...უწყლავსა ჭირსაუწყლავსა ჭირსა მალვასა, სევდისა ოხვრის კრძალვასა სურვილი შესჭრის, ღონებსა შეხედმა ტანად ალვასა! ვემონე ტუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026