kids.ge logo

მე სული ჩემი ფეშქაშად

ფავორიტებში დამატება
მე სული ჩემი ფეშქაშად
შენთვისცა შემიწირია.
შენს სიყვარულზე სიკვდიდმდე
მაქვს გასატანი პირია.
დაო, შენც იცი, შორს მყოფსა
მაჭკნობს უხსნელი ჭირია.
პავლე სწერს მოციქულიცა:
"სჯული არს სიყვარულია".

მცირედიღა მაკლს სიკვდილსა!..
ეს არს, მოვიდა ჟამია!..
ტილოს ვმზერ ჩემად პერანგად!..
მიწას მითხრიან!.. ვა-მეა!
ვინ დამიტირებს? არვინ მიცვს,
არვის აქ ცრემლთა ნამია!..
დეს ვესტუმრო მიწასა,
გახსოვდე მაშინ - ძამია!

თვარა ამ სოფელს ზილვასა
არ ველი შენსა, ჰე დაო!
ფრთენი არა მაქ - ავფრინდე,
მოვიდე სწრაფით შენდაო.
[........
............] ხედაო.
ბედითმა ბადემ შემიცვა.
გა[...........]

მეგობართაგან ძულვილი
დია ვიქენი ივარ.
პირველ ვარ დებრვე მესურვე;
ახლა მქნეს ვითა ივარ.
შეყროლდენ ჩემგან და დალპენ;
განმაგდეს, ვითა ჭია ვარ.
მსწრაფლ მომიძულეს ყველაყამ;
ცრემლითა დანატია ვარ!

ჭირსა შევსწუხდე მალიად, -
რა არის ესე კაცობა?!
პირუტყვი უღელ შინა სწუხს, -
მისი მექმნება მსგავსობა;
ბოლოს საძოვარს მიუშვან, -
ღარც მას ახსოვს მგზავრობა.
პირველ ჭირს განვლით ყოველი,
მერე მოგვეცეს ხარობა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაიოს არქიმანდრიტსმაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე. აგრე ძალიან რად გაიბუყე? ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლი...პირველ სიმდაბლეს აღეკარპირველ სიმდაბლეს აღეკარ, მზა ჩვენ ლოცვითა ზენანი, წყალობით ძალთა მფენანი! ვით საწოლს შიგან ურიდად არ გექმ...ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...შეყრილან ერთად მკრთოლვარენიშეყრილან ერთად მკრთლოლვარენი უზადოდ მნათნი, ვარდნი, ზამბახთა ნამკ-ნაზავნი, და გიშრის სათნი, ლალნი, შემცვე...გიშრის ნავნიგიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ, ირისენი მთვარეზედ კამარობენ, ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ, მათ-თან ჭ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026