kids.ge logo

ქეთინო, გამოიცანი!

ფავორიტებში დამატება
გ ა მ ო ც ა ნ ა :
მტერია სიბნელის,
მტერია წყვდიდის,
ყველაზე ლამაზი,
ყველაზე თბილი,
დიდი,
ზვიდი,
ნაზი და კეთილი
ძინებს ღამით და
იღვიძებს დილით.

პ ა ს უ ხ ი :
ყველაზე ლამაზი?
ყველაზე კეთილი?
ზვიდი,
დიდი,
რა არის ნეტა?
შენ თუ მზე გგონია,
რა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას დედა.

გ ა მ ო ც ა ნ ა :
ყველაზე ძლირი,
ყველაზე მამაცი,
ლამაზი ფაფარით,
ძლირი ტორით,
გრუხუნა,
ბრუხუნა,
სამართლის გამჩენი,
ქვეყნად რომ არა ჰყავს
ტოლი და სწორი.

პ ა ს უ ხ ი :
გრუხუნა?
ბრუხუნა?
ძლირი, მამაცი?
ნეტავი რად უნდა
მიხვედრა ამას?
შენ ლომი გგონია?
რა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას მამა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნანალურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა გაოცებული ნანაო: - ეგ კაბა ყაყაჩოებით ვინ მოგიქარგა, ყანაო? ერთი ის კაცი მაჩვენე, ...ავტობიოგრაფიადედიკო მყავს სტუდენტი, მამა - არქიტექტორი, ბებო - თვალის ექიმი, ბაბუა კი - ლექტორი. მიყვარს ბევრი ძილი და...ქეთინოდედიკომ და მამიკომ დამიტოვეს ქეთინო, ასე მითხრეს: - მიხედე, არაფერი ეტკინოს; არაფერი გატეხოს, არ დაკუწოს ...არწივის ბრძანება #1სულით, ხორცით და ბუმბულით პოეტი იყო ბულბული. გადაეკიდა წეროო, ლექსი მე უნდა ვწეროო. ეს რომ გაიგო ვარდმაო,...გოჭებიდასდევს კუდში მურია ლანძღვითა და გინებით, მთელი ეზო დათხარეს პაწაწინა დინგებით. გუშინ დოქი გატეხეს, ჩაიპა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026