kids.ge logo

როს განვიცადე ბედკრულმან

ფავორიტებში დამატება
როს განვიცადე ბედკრულმან,
გულის საკვდავად, დარია, -
ცნობა მიმხადა მთიებმან,
სურვილმან მისმან დარია.
ვერ ესწორვიან ციურნი:
კრონოსი, დია, დარია;
მკრთოლვარებს სხივი ბაკთაგან,
ვითა მრისხანე დარია.
მჭვრეტელთა შუქთა მფენელად,
შვიდთავე ცთომილთ დარია!

შენ, მუშთარსა, გეჯები
გულ-მტკივნეული, მტირალი:
მოყვარემ მომწყლა საკვდავად,
ტყორცნა ჰინდელთა სამალი;
ვეღარა დავჰსთმე, მიმჭირდა,
აწ არღარა არს სამალი.
მას მოუკლავარ, ირწმუნე,
ვისა აქვს ბაგე მჭვირვალი;
ბროლი და ლალი შეთხზულან;
ქვე დარიდებით დარია!

ისმინე ჩემი ჩივილი
და მწუხარება ვითარი!
წამსვლიან სრულად ცნობანი
და დამცემიან ზე-ზარი;
გულსა შემდგმია საჭრელად
მახული გიშრისა სარი;
გაფიცხებულ-არს გონება,
ურწყულში მიმომარი:
სულ-დგმულსა არა მიტევებს
გი ჯალადთა დარია!

ზენაროვ მარიხო,
რად მრისხავ ესრეთ დაგულსა?
გაფუცე მზესა მას შენსა,
ნუ დამიტევებ მე წყლულსა!
უმკურნალოდღა რაღა ვჰყო?
ვერ დაგაშორვებ აწ გულსა!
ვაი, თუ არა ელხინოს
რაყიფებთაგან გაბმულსა!
თავსა მოვიკლავ უცილოდ,
ის ჟამი მათ-თვის დარია!

ჰე, საყვარელო, ისმინე;
შენი სახმილი მგზენია;
ღაწვი ბროლითგან ვარდს ჰსჩაგრავს,
მჭვრეტელთა ამაზრზენია;
რა შენ გამოჰსჩნდი ქვეყანად,
გაცუდდე ცისა მზენია!
ნუ ხარ უწყალოდ, იკმავე
ესდენი სინაზენია!
განაგდე იგი ჟამები,
აწ, მზეო, ჩემკენ დარია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცრემლთა ისარნიცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით! უცხონი თემით სოფლის ცე...მნათობთადმიჰეი, მთვარეო, შენი მკვირანო: რად მიაჩრდილენ შენცა ჭირანო? მილევით მოსჩან, კეთილ მჭვირანო, ან არ კეკლუცნი ...რაც მიიწერა სოფელმანრაც მიიწერა სოფელმან, ვეღარ დავთვალე ამრითა! ოდეს ვიტყოდი ენითა, სისხლი შეკუმშლის დამრითა! მისი სიმწარე ყ...ვაჲ ესე დრონივაჲ ესე დრონი, საყვედრონი, მომცემს წყენასა! ვინ უძლოს ჭირთა ჩემთა თქმასა, ანუ სმენასა? ვსთქვამ მსმენელთაც...ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026