kids.ge logo

ხმა სირინოს

ფავორიტებში დამატება
ხმა სირინოს, თმა-ღულამბარ-წინამოს,
დამქროლო ნივო, არვედ ერე!
მზე-აპოლოს, დისკო უძღვენ წინამოს,
შვიდთა მთენთა ერთი ხლებად ერე!
ვინ სულთ ბაზრად შეშენენ შენები,
მუნ სადაღნი შავად საგნად შენები!
მეტყვი: "მოი, გულო შავ-გლახ, შენ ები,
ძვირად სადმე საფარდულად ერე!
თეთრთა ზღვათა შავნი ნავნი მანავნი,
ესრეთ ვჰგონე, მან განავნა მანავნი;
არ იკადრა ლიმენს ტევრი მან ავნი.
შავნი ჰინდნი მას დარაჯად ერე!
ვსთქვი: რა ვნახე უცხო სახე დარანი,
მიესხივნეს გულთ სათენი დარანი.
ლალს მოეცვა ბარანის დარანი,
სადაფს ვარქვი: "შენ ტილად ერე!"
ვარდსა ბაღი გაწითლა არვებით;
თუ შევეხით, არ უეკლოდ, არ ვებით.
მისს მაჯნუნსა რამცა ჰქონდეს არ ვებით!
ჰხამს ეკალი ზედან გულზედ ერე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტანო ტატანოტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო, კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვ...ჭადრაკზედ ზმებინიჭად რა კიდარ უკადრად მე ფერხნი შემჰსდგენ ღონითა; ჟილ ბლაზი ერის მეტ ლიზღვით დამმხედ არ იყოს ჰხსონითა; დ...რაც მიიწერა სოფელმანრაც მიიწერა სოფელმან, ვეღარ დავთვალე ამრითა! ოდეს ვიტყოდი ენითა, სისხლი შეკუმშლის დამრითა! მისი სიმწარე ყ...მე შენი მგონემე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო, ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო, მთიებო პირო, მიჯნურ...ვაჲ ესე დრონივაჲ ესე დრონი, საყვედრონი, მომცემს წყენასა! ვინ უძლოს ჭირთა ჩემთა თქმასა, ანუ სმენასა? ვსთქვამ მსმენელთაც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026