kids.ge logo

მხიარული ზაფხული

ფავორიტებში დამატება

ეს რა მალე დამთავრდა
მხირული ზაფხული?..
მოდი, ყველას მოვუყვეთ
ვინ სად იყო წასული.
ზოგი მთაში გახლდათ და
ზოგიც ზღვიდან დაბრუნდა.
ზოგმა სულაც კუს ტბაზე
მოხერხა გარუჯვა.
მთაში მყოფი სვანებს და
სვანეთს აქებს დემეტრე,
მაღალ კოშკებს იხსენებს,
ჰყვება ლამაზ ლეგენდებს.
ტასო ზღვაზე ყოფილა,-
ცურვა თითქმის ისწავლა,
ზღვა ისე მოწონა,-
სხვაგან უკვე არც წავა...
ნენემ ოზურგეთიდან
შეიყვარა გურია,
სე მღერის: გური
მართლაც სამურია...
ზუკამ ბრძანა ზაფხულში
ჯობიო კახეთში,-
ვნახე გრემი, იყალთო,
წინანდალი, გარეჯი!
კამათეს კარგა ხანს
სად ჯობია ზაფხულში
დასვენება, გართობა
რომელ კუთხე- კუნჭულში.
ერთმანეთთან რა გზებმაც
არ უნდა დაშოროს,
ყველა მხარეს სახელად
ჰქვია მაინც სამშობლო...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ინტერნეტ-გმირითხუთმეტ ნინძას ნიღბიანს ვეომები დილიდან, თაგვს რომ დავაწკაუნებ, ჩემს ჭკუაზე ვახტუნებ. ახალ ეტაპს დავიწყებ...ტყის მეგობარიტყის ქომაგი გამოვა უსათუოდ კახუნა, უყვარს სოფლად ყოფნა და იცის ფლორა-ფაუნა. ამას წინათ, ჩვენს ტყეში ბავშვ...გასაფერადებელი ლექსიშინდი _ შინდსფერია, ზღვაა _ ლაჟვარდისფერი, ბალახს მწვანე ფერი აქვს, ცის ფერია - ცისფერი. სამყაროში თავისი...ბებოს და ბაბუს ჯვრისწერაბებიამ და ბაბუამ გადაწყვიტეს ჯვრისწერა,- ბებო კაბას ყიდულობს, ბაბუ- ჩოხას იკერავს. მხიარულობს ოჯახი, მოვრ...ბრძენი პაპას სიტყვებითუკი კარგი შვილი ხარ, სწავლა არ გეზარება, მაშინ შენი სიკარგით სამშობლოც გეყვარება. თუ შენს მეგობრობაში ეჭ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „მხიარული ზაფხული“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026