kids.ge logo

შემოდგომის სურათი

ფავორიტებში დამატება

ვენახში რთველი გაჩაღდა დიდი,
ზვარიდან ისმის სიმღერა მშვიდი.
საწნახელიდან მოსჩქეფს ბადაგი,
ივსება დიდი ქვევრი ბარაქით
ორღობეში კი დატვირთულები,
მოდიან ხორბლით სავსე ურმები.
ბაღში ბავშვების ჩამდგარა ჯარი
დაუკრეფიათ ვაშლი და მსხალი.
დაჰბერავს მთიდან ნივი გრილი
და კალათები ივსება ხილით.
გვერდზე აწყვია გოგრების გროვა,
თაფლივით კარგი და ტკბილი როა.
ბიჭები სიმინდს ტეხენ ყანაში,
იქვე გუგული უსტვენს ჭალაში.
ჯოხზე ქანაობს ასხმული თხილი
ქვაბში ჩაასხეს ბადაგი ტკბილი.
ჯერ საჩურჩხელედ ძაფზე ააცვეს,
და ფელამუშის კაბა ჩააცვეს.
გარეთ კი ქარი ღამეებს ათევს,
გზად ფოთლის ყვითელ ხალიჩას აფენს.
გული კი მღერის - ჩემო მამულო-
ეს მოსავალი სამხირულოდ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

„მამული, ენა სარწმუნოება“ მუდამ გახსოვდეს -არ უღალატო თუნდ შეიცვალოს ბვერი დროება, მშობლიურ ენას, საქართველოს და მართლმადიდებელ სარ...პატარა ქართველებიჩვენ პატარა საქართელოს მომავლიდან მოვდივართ. ჩვენი ქვეყნის ძლიერების და სიკეთის მდომნი ვართ. ჩვენ სამშობლ...აფხაზეთომამის მკლავივით ძლიერო და დედის ნანასავით ერთადერთო. ჩემო უნაპირო სიყვარულო, ჩემო მონატრებავ-აფხაზეთო. სი...პატარა ვაჟკაციდედი გეზრდები ვაჟკაცი, დარდი არ გქონდეს რამის. მსურს პატიება ვითხოვო ბევრი უძილო ღამის. შენმა ზრუნვამ და ...* * *თუ გინდა, რომ პატივს გცემდეს, გაფასებდეს ირგვლივ ყველა. ნუ იქნები მატყუარა, ეშმაკი და გაიძვერა. დიდმა შოთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026