kids.ge logo

მეხანძრე სპილო

ფავორიტებში დამატება

სპლიყვი ვიყავ, გავიზარდე,
სპილო გავხდი, მაგარი.
არ დამცინოთ, ბავშვებო,
არ დაწყოთ ხარხარი.
სახანძროში ვმუშაობ.
ერთი კვირა არც არი.
რაც დამნიშნეს მეხანძრედ.
დღეს, დამეცა თავზარი.
დამირეკეს, მოდიო,
ჩააქრეო ხანძარი!
დავიბენი, დავიწყე
აქეთ-იქეთ ცანცარი.
მანქანაში ჩავჯექი,
ვერაფრით ვერ დავძარი.
იქნებ ფეხით მივუსწრო,
ფეხით წავალ რაც არი...
ტყეში გზა ამერია,
ხელს მიშლიდა ნაძვნარი.
გული ამოვარდნაზე,
ქუსლები კი, დამსკდარი.
როგორც იქნა მივედი,
ხვნეშით, ბანცალ-ბანცალით.
მეგონა, რომ სახლისგან
დამხვდებოდა ნაცარი.
ვხედავ, ცხადად, თხის სახლი
დგას, არ არის დამწვარი!
ჩემს მისვლამდე თურმე ხალხს
ჩაუქრია ხანძარი.
მაგრამ ყველა ვინც დამხვდა
ჩემზე იყო გამწყრალი:
,,შენ რა მეხანძრე ხარო,
ნითო, საწყალი,
სამსახურში არ ჩქარობ,
სხვაგან გიყვარს წანწალი;
აქვე დაჭირეთო"
მოტანეს ბაწარი.
თავი ძლივს გავიმართლე,
სე, გულის ფანცქალით:
,,არც მანქანა მივარგა,
არც ,,შლანგი" მაქვს, არც წყალი.
თან მარტო ვარ, ხომ ხედავთ.
განა არ ვარ მართალი?"
,,ტყის სახანძროს უფროსი
დათვი შესაცვლელია"-
ლომმა დაიღრილა:
,,და თან დასასჯელია!
ზარალი კი, სასწრაფოდ
დღესვე დასათვლელია"
გადაწყვიტეს, დამხმარედ
დამინიშნეს მელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყურშა- ყურშა, თუ არ მატყუებ, მაშინ რატომ იცინი? - მე ასეთი ჩვევა მაქვს და ასეთი სიცილი; ერთგულების დასტურად, მ...ჟირაფიგრძელკისერა ჟირაფს ვინ არ იცნობს ტყეში. დატოლებით ყველას სჯობნის სიმაღლეში. კალათბურთი უყვარს, თამაშობს ნ...გულდაწყვეტილი გოგონაუცხო ბიჭმა მომაწოდა, დღეს, კამფეტი, კარამელი; გამიხარდა, გავხსენი და შიგ არ იყო არაფერი!...წიწილებო!წიპა! წიპა! წიწილებო, არ წახვიდეთ შორს; თქვენს დედიკოს დაუჯერეთ, მოერიდეთ ქორს! იცით, გუშინ, დღისით, ქორმ...პატარა შეყვარებულიმე ერთ გოგოს მოვწონვარ, ლამაზია საოცრად. გუშინ ბაღში რომ შევხვდი, ვაკოცე და მაკოცა. ჩვენ სულ ერთად ვთამაშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026