kids.ge logo

ჟირაფი

ფავორიტებში დამატება

გრძელკისერა ჟირაფს
ვინ არ იცნობს ტყეში.
დატოლებით ყველას
სჯობნის სიმაღლეში.

კალათბურთი უყვარს,
თამაშობს ნაკრებში.
ბურთთან ერთად სძინავს,
სულ ბურთი აქვს ხელში.

იცის, გამარჯვება
ნელა მოდის, ძნელად.
დღედაღამ ვარჯიშობს,
კენგურო ყავს მწვრთნელად.

მგელი შურით ამბობს:
,,ვერვინ შემაფერხებს,
ამ კუნტრუშა ჟირაფს
მოვაჭამო ფეხებს"

,,სულ იმარჯვებს, ნახეთ,
მაღალია კისრით.
ჩვენ კი, კალათისკენ
ბურთსაც კი, ვერ ვისვრით!"

ჟირაფი კი, ფრინავს,
მგელს არაფრად აგდებს.
და კალათში, ხშირად
სამქულიანს აგდებს.

დიდი შანსები აქვს
მისი ნატვრა ახდეს;
წელს თავისი გუნდი
ჩემპინი გახდეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბოჩოლაჩვენმა ძროხამ ხბო მოიგო, იცით რა პატარა?! მე, ბოჩოლას დაბადებამ ძაან გამახარა. შვლის ნუკრივით ლამაზი აქვს...ნოქარი დათვი და ნოქარი მელიაროგორც კარგი ნოქარი, დათვი, ქების ღირსია; მაგრამ ერთი ნაკლი აქვს, მას არ უყვარს ნისია. მელა, საქმეს, პირი...მამალიიცით მამალი რას გვაძლევს? რას და ხორცსა და ბუნდღასო, დილით ყივილით გვაღვიძებს და ქათმებს მცველად უდგასო....დამნაშავეა ქარი- დედი, მითხარი, იმ ხეს, რატომ აჭრიან ტოტებს? - შვილო, თეთრეულს გვიხევს, ეზოში გვიყრის ფოთლებს. - მისი ბრ...ბებომ თაფლი მომიტანაბებომ თაფლი მომიტანა, ქარვისფერი ქილით; და კალათა ავსებული ნაირ-ნაირ ხილით. ვიშ! რა კარგი ბებია მყავს, კე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026