kids.ge logo

ფისუნია კატა!

ფავორიტებში დამატება

ფისუნია კატა,
მე შენს პორტრეტს ვხატავ;
თხოვ, ნუ იცვლი პოზას,
აზრებს ნუ მიფანტავ.

თვალები და პირი,
ცხვირი და ყურები;
ეს თათები... ფისო,
საით იყურები?

ვიშ! რა ლამაზი ხარ!
ი, შენი სახე;
რა საყვარლად ზიხარ,
მოდი, ერთი ნახე!

მინდა, გნახოს ყველამ,
დავუძახებ ბაშვებს.
მიგიხატავ მაგ კუდს,
მერე მაგ ულვაშებს.

ჩავალაგებ წიგნებს,
თახს ცოცხით დავგვი:
თორემ, ბებომ მითხრა, -
გაჩნდებაო თაგვი.

რომ არ გავაბრაზოთ,
ჩვენი ბებო იზო,
სისუფთავე გვმართებს,
ხომ გაიგე, ფისო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აქ მოდი თეთრო ქათამოაქ მოდი თეთრო ქათამო, საჭმელი უნდა გაჭამო. შეჭამე, რაც აქ პურია, თორემ შეგიჭამს მურია!...მელაკუდა სასამართლოზე- დაიჭირეთ, ეგ მსუნაგი, ამოვიდა, უკვე ყელში. ყოველ ღამით, თავხედურად, მიჭამს ქათმებს საქათმეში. არასოდეს ...მეეზოვე ბიჭივეხმარები საქმეში ჩემს საყვარელ მამას; მეეზოვედ ვმუშაობ, სათაკილო რა მაქვს! ყვითელ ფოთლებს ვაგროვებ ტომრე...კუკუმ სთქვა: ,,კუსტბა ჩემია, თუ ჩემს სახელს ატარებს..." ხელში თოფი უჭირავს, ტბას არავის აკარებს. სულ უფასოდ...მე ბუა მაქვს თითზე!მე ბუა მაქვს თითზე, შემიბერე სული; მიდი, ბებო, თორემ, წამივიდა გული, ისე ძაან მეწვის, მიჭირს სიარული; შენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026