kids.ge logo

ზურიკო

ფავორიტებში დამატება

1

- რატომ სტირი ზურიკო?
გაგაბრაზა ვინა?
- ვტირი, აბა დედიკო,
როგორ მომეთმინა?
იმ პატარა გოგონამ,
თინა როა, თინა...
მე არ ვიცი რა მოხდა,
ჩემგან რა ეწყინა;
ბურთი რომ არ ვათხოვე,
ჯოხით შემაშინა,
კან გამომეკიდა,
ქვები დამიშინა;
ი, რატომ მოვედი,
დროზე ადრე შინა.

2

- დღეს, დედიკო, იცი რა?
შევირიგე თინა.
ჩემი ბურთი ვათხოვე,
გულით გამიცინა;
და მეც, სიხარულისგან
სახე გამებრწყინა.
ხომ კარგია, დედი, რომ
შევირიგე თინა?
თორემ ვნერვილობდი,
ღამეც არ მეძინა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე ბუა მაქვს თითზე!მე ბუა მაქვს თითზე, შემიბერე სული; მიდი, ბებო, თორემ, წამივიდა გული, ისე ძაან მეწვის, მიჭირს სიარული; შენ...თანამედროვე კომბლე და მგელი- გეხვეწები მგელო, ნუ შემიჭამ ამ ცხვარს; და თუ გინდა, გაჭმევ, შოკოლადის ნამცხვარს. გაუგონა მგელმა, არ შეჭ...ნუ მაშინებ ამუნია!ნუ მაშინებ ამუნია, კარზე ნუ მიკაკუნებ; თორემ, ნახავ, რასაც გიზამ, ფეხებს დაგიბაკუნებ!...აღდგომის დღესამყაროში სასწაული მოხდა; ძე გაცოცხლდა და სიკვდილი მოკვდა! გავიხაროთ ღვთის აღდგომა მკვდრეთით;! ძმებს ვახა...დედი, უთხარ პიკოს...დედი, უთხარ პიკოს, რომ ჭკვიანად იყოს; ჩემი ქვიშის სახლი, აღარ დამინგრიოს! პიკოს სულ არ ადარდებს, რას ვაკე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026