kids.ge logo

მითხარ, ქარო!

ფავორიტებში დამატება

- მითხარ, ქარო!
რატომ დაჰქრი?
ხეებს ტოტებს
რად ულეწავ?
მტვერს თვალებში
რატომ გვაყრი?
დავარცხნილ თმებს
რად გვიწეწავ?

- აბა, რა ვქნა,
მინდა ციდან
რომ ღრუბლები
გადავყარო;
რათა მზემ, კვლავ
განათოს,
ეს ქვეყანა,
ეს სამყარო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ექიმიმე პატარა ექიმი ვარ, და ექიმებს გვაქვს ეს წესი; ბარბი! მოდი, მაგ ტაკოზე გაგიკეთო უნდა ნემსი. კარგი, ნუ შე...მელაკუდა სასამართლოზე- დაიჭირეთ, ეგ მსუნაგი, ამოვიდა, უკვე ყელში. ყოველ ღამით, თავხედურად, მიჭამს ქათმებს საქათმეში. არასოდეს ...კუკუ დინჯი და ნელია - სიარულშიც, ჭამაშიც... უყვარს ყოფნა ბალახში და ბავშვებთან თამაში. ერთია, რომ დათვივით ...გულდაწყვეტილი გოგონაუცხო ბიჭმა მომაწოდა, დღეს, კამფეტი, კარამელი; გამიხარდა, გავხსენი და შიგ არ იყო არაფერი!...ეს რა მამა მყოლია!ეს რა მამა მყოლია, (ლექსად მაქვს მოსაყოლი) დღეს, მამიკომ ფეხბურთში, გაიტანა ცხრა გოლი. მხოლოდ ბურთის გატა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026