kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

მზე დანათის მწიფე ყურძენს,
მხირულად მივიმღერი,
რთველია და კაკალს ბერტყენ,
შემოსულა სექტემბერი.
ჭრელაჭრულა ოქტომბერმა
შემოღო ფართოდ კარი,
ჩურჩხელები ამოვავლეთ,
აჭრიალდა მარნის კარი.
ნოემბერმა ლამაზ ხეებს,
მოცილა ფოთლის კაბა,
დაბინავდა მოსავალი,
ცივა, ბუხარს გვინთებს პაპა.
რა კარგია შემოდგომა,
ფერადი და ხვავით სავსე,
ქარი ქუჩებს და ეზოებს,
ოქროსფერი ფოთლით ავსებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცელქი გოჭებიჩაწოლილან ტალახში, თემო პაპას გოჭები, ახლა თქვენ რომ გაცივდეთ, მერე ვეღარ მორჩებით. დაგჭირდებათ მალამო, ა...მსუნაგი ბელის ამბავიიყო და ნეტავ რა იყო, ამბავი არის ნამდვილი, ერთ უღრან ტყეში ცხოვრობდა, ფრინველი, მწერი, ნადირი. ცნობა გავრ...მსუნაგი ფისოჩემი ცელქი ფისუნია, სახლში შემოიპარა, გამიტეხა ფინჯანი და რძე სულ დამიღვარა, მერე ახტა თაროზე, მოიპარა კა...შემოდგომაშემოსულა შემოდგომა, ბროწეულს კრეფს ლალი, ხიდან ხეზე უკითხავად დანავარდობს ქარი. თემო პაპას დიდ აუზში, ჩაუ...სკოლისაკენასკინკილით გაირბინეს ბაღის წლებმა, სიყვარულით მეგებება სექტემბერი, ცხრათვალა მზე თვალს მიკრავს და მიმაცილ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026