kids.ge logo

რთველი

ფავორიტებში დამატება
დე, პირი დაბანე,
გამოფხიზლდი, ჩემო თინა!
რახანია ცელქმა სიომ
ვენახები დაირბინა.
ვაზებს ჩხები შეურხი
სე, რომ არ შეშინა;
ქარვა-მტევნებს გადაჰკოცნა,
რთველიო, აგრძნობინა.
დღეს ჩვენც მისთვის ვემზადებით
გოდრებით და კალათითა,
რადგან მეტი სიმწიფისგან
ზედ ადნება ვაზებს თითა.
დე, გასწი ვენახისკენ,
დედის გულის ბარაქალა,
იქ მიგელის ბუდეშური,
მარცვალა და ხარისთვალა.
შენებურად დაფაცურდი,
დატრიალდი, დაირბინე,
ვაზებს რთველი მილოცე,
კოცე და აკოცნინე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომადასევდიანდა ბუნება, ფერი შეუკრთა ტყე-ველსა, კაკალსა მოშრიალესა და ვერხვსა შტოთა მრხეველსა, მუხას ამაყად მ...პაწია მერცხალიმე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! სიყვარულით,...პირველი გაზაფხულიპირველი გაზაფხულია, ბიჭო, გავიდეთ ველადა, მინდორი ამწვანებულა, ბიბინებს სანატრელადა. მზე გამოფოთლილ ჭალა-...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...გაზაფხულიყინული დადნა, იღვიძებს ველი დიდი ხნის მძინარე, ტყე იფურჩქნება, იშლება, მოსჩქეფს წყარო და მდინარე. ცა მოკა...
„ჟირაფი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული შიო მღვიმელის ლექსი „რთველი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026