kids.ge logo

მანანა და ლალი

ფავორიტებში დამატება

მ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
ლალი - რაო, ჩემო მანანა?
მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
ლ ა ლ ი - რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გაცივო,
სევ სურდო დამართო?
მ ა ნ ა ნ ა - რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
ლ ა ლ ი - არაფერიც, არაფერიც,
რაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
ლ ა ლ ი - მერე მე რომ მოგარჩინე,
ქიმი რომ ვიყავი?
მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
ლ ა ლ ი - მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
მ ა ნ ა ნ ა - მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
ლ ა ლ ი - როგორც ვხედავ, ქალბატონო,
მადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაბთები?
მ ა ნ ა ნ ა - არც თოჯინა მინდა შენი,
ღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
ღარ გეთამაშები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კვიციიყო ერთი კვიცი, ყორნისფერი კვიცი, ეშმაკი და მკვირცხლი, ოჩანი და ფიცხი, დედის ურჩი კვიცი. ალბათ, ყველამ იც...ბუაბებომ იმდენი მაშინა, - მოვა და შეგჭამს ბუაო, მე მგონი თვითონ შეშინდა და წნევამ გააბრუაო. ნუ გეშინია, ბები...ნანალურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა გაოცებული ნანაო: - ეგ კაბა ყაყაჩოებით ვინ მოგიქარგა, ყანაო? ერთი ის კაცი მაჩვენე, ...ნაძვის ხის სიმღერამოვალ, როცა მთა და ბარი თეთრ ნაბადში გაეხვევა, პატარების საოცნებო საახალწლო ნაძვის ხე ვარ. ჩამოვიყვან თოვ...შეჯიბრება საღორიის ტყეშიკვირკობ-მარიობის თვეში საღორიის უღრან ტყეში, ნადირთ შორის გაიმართა პირველობა ჭამა-სმაში. იმ შეჯიბრზე თავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026