kids.ge logo

მზე შინა

ფავორიტებში დამატება
მზე შინა და მზე გარეთა,
მზევ, შინ შემოდიო.
კივლია მამალსაო,
მზევ, შინ შემოდიო.
გათენდი, თუ გათენდები,
მზევ, შინ შემოდიო.
მზე დაწვა და მთვარე შობა,
მზევ, შინ შემოდიო.
ჩვენ ვაჟი დაგვბადებია,
მზევ, შინ შემოდიო.
დუშმანსა ქალი ჰგონია,
მზევ, შინ შემოდიო.
ვაჟის მამა შინ არ არი,
მზევ, შინ შემოდიო.
ქალაქს არი აკვნისთვინა,
მზევ, შინ შემოდიო.
ვაჟის მამას მოუხდება,
მზევ, შინ შემოდიო,
თეთრი კაბა ატლასისა,
მზევ, შინ შემოდიო,
ცხენზე ჯდომა, ჯირითობა,
მზევ შინ შემოდიო,
ყაბახს სროლა, ბურთაბა,
მზევ, შინ შემოდიო.
მზევ, შემოდი ბაკებსაო,
მზევ, შინ შემოდიო,
ცხვარს დაგიკლავ მაკესაო,
მზევ, შინ შემოდიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თამარ მეფევ, თამარეთამარ მეფევ, თამარე, სად ყოფილხარ, თამარე? ვის ეომე, ვინ დარსხე, ვინ დაამხე, თამარე? მტერი დაგიმარცხებია,...ლატალს მობრძანდა თამარილატალს მობრძანდა თამარი, ლაჰლას ნათელი მოფინა. - სვანეთი ვაკე მეგონა, სულ მთა და გორი ყოფილა....არ მარგოარც არა მარგო ტირილმა, არც არა ცრემლის დენამა, აჯობა ისევ სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა. გამხიარულდით, სწორე...ანა ხარ ბროლი, ან ლალიანა ხარ ბროლი, ან ლალი, ყირმიზი ჩამონათალი, ობოლი მარგალიტი ხარ, ფერსა ვერ გიცვლის ზამთარი, თუ გძულვარ, თ...წუთისოფლის სტუმრები ვართწუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება, რასაც ვაამებთ ურთიერთს, იმის მეტი რა შაგვრჩება? ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026