kids.ge logo

ქართველო, ხელი ხმალს იკარ

ფავორიტებში დამატება
ქართველო,ხელი ხმარს იკარ,
გათენდა დღე დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა.
მამულის დახსნის დღე არის,
ქვეყანა გვნუკავს შველასა,
თავისუფლების შოვნაÎ
სჯობს საშოვნელსა ყველასა.
მამულის დამხსნელს ვაჟკაცის
ხმალი და გული სდომია,
ვაჟკაცის გამომჩენელიც,
მტერთან გულდაგულ ომია.
მაშ, მამულს თავი შევსწიროთ
საშველად, გამოსახსნელად,
თუ მისთვის დავიხოცებით,
ჩვენ ის გვეყოფა სახელად.
ქართველო, ხელი ხმარს იკარ,
გათენდა დღე დიდებისა -
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჯარჯიკლდე, ჯიხვის ჯოგის გავლილი, რო ნახო, გაგიკვირდება... იმათ ნაწოლსა, ნადგომსა, თოლი არ მაეკიდება. ფეხ რო მა...უფალმა ღმერთმა შენ მოგცეს ოჯახი საძირკვლიანიუფალმა ღმერთმა შენ მოგცეს ოჯახი საძირკვლიანი, ხარი-კამეჩი გუთნებით, ურმები სავსე, ძნიანი; იმყოფებოდე ხალხ...თხას უთხრესთხას უთხრეს: მგელი მამკვდარა! თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა. - თხაო, ნუ გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა. იმას...მელია და მამალიორშაბათ დილა გათენდა, რა ავი დარი დგებაო, ეს ჩვენი წუწკი მელია, საომრად ემზადებაო! წავიდა იქ მიცუნცულდა, ...მუმლი მუხასაომუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუმლი ჰქრებოდაო, მუმლი წყდებოდაო, ხე არ ხმებოდაო. მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026