kids.ge logo

შემომეყარა ყივჩაღი

ფავორიტებში დამატება

შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა.
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა.
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა.
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც
მიმყავდა სიდედრისასა, -
ან კი ცოლს როგორ მივსცემდი,
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰკიდა, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა.
შესტირა საბრალო ქალმა:
“ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა”.
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
მალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა, -
ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც ვუწვდინე ქვიშასა, -
არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას წითელის მზისასა.
ქეთ მე ვკვდები, იქით - ის,
ქალი წავიდა სხვისასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სერზე მიდის სამი მგელისერზე მიდის სამი მგელი, ტუჩმოკლე და კუდაგრძელი, ერთმანეთს ეუბნებიან: „ჭალას არის ლურჯა ცხენი, ერთმა თავსა...კიდევაც დაიზრდებიანკიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი; ისე არ ამოწყდებიან - ჯავრი შესჭამონ მტრისანი. თქვენი ჯერია, ...მარტო ვარ, მარტო ვიმღერიმარტო ვარ, მარტო ვიმღერი, არავინა მყავს მობანე. მაისის წვიმავ, წამოდი, გულის სევდისგან მობანე, ნიავო, წყნ...მუდამ სევდიან გულზედამუდამ სევდიან გულზედა, ქვიშა ლოგინად მიგია, ჩამიცვამს სევდის პერანგი, ზედ სევდის ღილი მიგია, რაც შენ მოგშ...მზე შინამზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო. უკივლია მამალსაო, მზევ, შინ შემოდიო. გათენდი, თუ გათენდები, მზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026