kids.ge logo

დათუნია დრუნჩა

ფავორიტებში დამატება

დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.
მიდიდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:
- დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
ცებ შეხვდა ვირთხა -
არ უცდია დიდხანს,
თქვა: - დადებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
- დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
წინ დაუხვდა ზღარბი,
მშირი და ხარბი,
თქვა: - დადებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
- დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
გადმოუდგა მელია,
გაუწვდინა ყელია,
თქვა: - დადებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
- დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
ბოლოს შეხვდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გოგრამე რომ გოგრა დავთესე, თურმე ჩუმად, მალულად ამდგარა და თამრიკოს ბაღში გადაპარულა....სექტემბერი რას მღერისცხრათვალა მზით ნაფერი, ცხრა მთა გადმონაფრენი, ლერწამ-ლელის ცხრა ღერით სექტემბერი რას მღერის? საგალობელს ს...სიმღერა წიგნზეხეზე გალობს მგალობელი, მზე უცინის იასა. მთიდან წყარო მოიმღერის დელი-ოდელიასა. ძია კომბლემ მწვანე სერზე ცხ...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...ტყუილი თუ მართალისახუმარო მინდა გითხრა, ადანდალი, დანდალი, უპასუხე ჩემს შეკითხვას, ტყუილი თუ მართალი. გაზაფხული მიილია, და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026