kids.ge logo

ნოდარიკოს სტუმარი

ფავორიტებში დამატება

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
წყალში ყინვა ჩამდგარიყო,
ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის
ტყეში მოცვი გამქრალიყო,
მშირი და გათოშილი
ფანჯარასთან მომდგარიყო
და ტირილით ეძახოდა:
- გამიღეო, ნოდარიკო!
სხვანარად აბა, განა
შეიძლება მომხდარიყო?
ის ზარმაცი ღობემძვრალა
ნოდარისთან სტუმრად იყო.
სტუმრად იყო და შიმშილით
ჩიტი რომ არ მომკვდარიყო
დღეში სამჯერ ჩაის კოვზით
რძეს ასმევდა ნოდარიკო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საწყალი ბაბუაჩემი საწყალი ბაბუა უწყინარია, კეთილი, დღედაღამ ჩაფიქრებული, ოთახში გამოკეტილი. ვთხოვ: - ბაბუ, ტყეში წავიდ...ნამდვილი ამბავითურმე ქათმების წყევლამა მელია დააელამა, საქათმის ნაცვლად საძაღლის კარი შეაღო მელამა. იმ საძაღლეში რაც მოხ...მაწონილევანიკომ და ნოდარმა გატეხეს ჩაიდანია, ბებო გაგიჟდა, საღამოს ჩაი რომ ვეღარ დალია. ლევანმა გადუჩურჩულა ნოდ...მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...შეჯიბრება საღორიის ტყეშიკვირკობ-მარიობის თვეში საღორიის უღრან ტყეში, ნადირთ შორის გაიმართა პირველობა ჭამა-სმაში. იმ შეჯიბრზე თავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026