kids.ge logo

უცნაური კითხვა

ფავორიტებში დამატება
ერთი ფიქრი დღე და ღამე
არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს:
-შენ და მამას ნაადრევად
თმაში თეთრი რად გერევათ?
-უცნარი ბიჭი მყავხარ,-
მოღიმარი ამბობს დედა, -
შენ იზრდები, ჩემო კარგო,
ჩვენ ვბერდებით, როგორც ხედავ.
-არა, არა, აბა, გუშინ
რატომ მითხრა მამამ ასე:
-იმდენი თმა გვითეთრდება,
რამდენჯერაც გაგვაბრაზებ!
-მართალია, სწორი უთქვამს. . .
-თუ ასეა, ჩემო დედი,
ტყობა, რომ ჩვენს ბებიკოს
შენ ძალიან აბრაზებდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...ტყუილი თუ მართალისახუმარო მინდა გითხრა, ადანდალი, დანდალი, უპასუხე ჩემს შეკითხვას, ტყუილი თუ მართალი. გაზაფხული მიილია, და...დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სიყოველ დილით ღიღინ-ღიღინ იჩქარიან სკოლაში შვიდი და-ძმა მუსიკოსი - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. დო ყველაზე ...ორი ფისოფისოს ფისო ესტუმრა, მოეწონა ძალიან: - როგორა მგავს, თითქოს-და ჩემი ტყუპის ცალია. შავტუხაა ჩემსავით, გაბურ...ცივა კურდღელს, ცივაცივა კურდღელს, ცივა! მზე ვერ ათბობს მთა-ველს, თოვლის ფანტელები ხეებს თეთრად რთავენ, ცივა კურდღელს, ცივა! ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026