kids.ge logo

ახალი ქოლგა

ფავორიტებში დამატება

მზე პირს იბანდა,
მზია და გოგი
გარეთ გავიდნენ
ხალი ქოლგით.
სადრბაზოსთან
შეჩერდა მზია:
-ქოლგის გახსნა რომ
არ შემიძლია? . . .
ჰა, თუ ბიჭი ხარ,
გახსენი, აბა!-
და ქოლგა გოგის
გადასცა სწრაფად.
“თუ ბიჭი ხარო“, -
მანამდე დინჯი,
მყისვე აენთო
პატარა ბიჭი.
ეჭვით დახედა
დახურულ ქოლგას,
წინ თითქოს დიდი
გამოცდა ჰქონდა.
სახეზე ჩრდილმა
გადურა:
“გავხსნი თუ არა?!“-
ეცრად ბიჭი
რაინდად იქცა:
სე ლამაზად
და ისე მკვირცხლად
გახსნა ის ქოლგა,
რომ მზიამ უცებ,
“ყოჩაღო!“ - თქვა და
კოცა შუბლზე. . .
მზე პირს იბანდა,
მზია და გოგი
მიცუნცულებდნენ
ხალი ქოლგით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კირკიტელა კაკალიმსურს მოგითხროთ ამბავი არცთუ ისე ახალი, გზაზე ვნახეთ კაკალი, კირკიტელა კაკალი. მწვანე ჩენჩო ტანიდან ახლად...თაგუნიას ჩივილიტირის თაგვი თაგუნა: - ბედმა ეს რა მარგუნა! მართალია, ტყვეობას, როგორც იქნა, გადავრჩი, მაგრამ, ვაი, სირცხვ...როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიასშესთხოვს წრიპა ჭიანჭველა ჭიანჭველაჭამიას: - მუხლმოყრილი გევედრები ჯერ ნუ შემჭამ, ძამიავ! სხვა დროს ალბათ ...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...უცნაური კითხვაერთი ფიქრი დღე და ღამე არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს: -შენ და მამას ნაადრევად თმაში თეთრი რად გერევათ? -უცნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026