kids.ge logo

ლახტი

ფავორიტებში დამატება
ლახტი, ლახტი, ლახტუნა,
ლახტს თამაშობს დათუნა.
დაჯაბნა ციყვუნამ,
ახტუნა და ახტუნა.
წითლა ლოყები,
უჭრელა გვერდები,
ძლივსღა დადის, წუწუნებს:
-ეხ, ციყუნავ, ვბერდები!
შენ კი, სულ არ ვიცოდი,
რა მარჯვე ხარ, რა მალი!
კარგი, გეყო თამაში,
დამიბრუნე ქამარი.
-რაო, რაო, რას ბრძანებ?
ხომ მოგიგე, ძამიკო!
ეს ქამარი ჩემია,
სახლში უნდა წავიღო!-
დათუნია ატირდა,
ცრემლი მოსდის ღვარღვარით:
-შინ როგორღა წავიდე,
ჩამვარდება შარვალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლიათოვს მთა-ბარს, ტყეებს ათოვს. გაიღვიძე მურა დათვო! წამოდექი, ნუ ხარ ზანტი, საგუნდაოდ გამობრძანდი!...კურდღელიკურდღელი ვარ ყურცქვიტა, დავალ სკაპასკუპითა. მოვიპარავ სტაფილოს, შევჭამ კნატაკნუტითა. ცივ წყაროსთან მივირბ...ეშმაკუნავიჭერ ციცქნა სარკითა კაშკაშელა მზის სხივებს. ზარმაცს ღია ფანჯრიდან ცხვირწინ ავუციმციმე. თვალები რომ დაჭყი...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...რას უმღერიან მერცხლებიჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით, გაზაფხული გახარეთ, გული დარდით აგვევსო, ვეღარ ვძლებდით სხვა მხარეს. მოგვენატრა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026