kids.ge logo

ლახტი

ფავორიტებში დამატება
ლახტი, ლახტი, ლახტუნა,
ლახტს თამაშობს დათუნა.
დაჯაბნა ციყვუნამ,
ახტუნა და ახტუნა.
წითლა ლოყები,
უჭრელა გვერდები,
ძლივსღა დადის, წუწუნებს:
-ეხ, ციყუნავ, ვბერდები!
შენ კი, სულ არ ვიცოდი,
რა მარჯვე ხარ, რა მალი!
კარგი, გეყო თამაში,
დამიბრუნე ქამარი.
-რაო, რაო, რას ბრძანებ?
ხომ მოგიგე, ძამიკო!
ეს ქამარი ჩემია,
სახლში უნდა წავიღო!-
დათუნია ატირდა,
ცრემლი მოსდის ღვარღვარით:
-შინ როგორღა წავიდე,
ჩამვარდება შარვალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიმღერა წიგნზეხეზე გალობს მგალობელი, მზე უცინის იასა. მთიდან წყარო მოიმღერის დელი-ოდელიასა. ძია კომბლემ მწვანე სერზე ცხ...დათოს ქუდიდაიკარგა დათოს ქუდი, სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს. იგვიანებს დათო ბაღში, მოეღუშა პირისახე. არ იცოდა, რაღა...ცივა კურდღელს, ცივაცივა კურდღელს, ცივა! მზე ვერ ათბობს მთა-ველს, თოვლის ფანტელები ხეებს თეთრად რთავენ, ცივა კურდღელს, ცივა! ...ლოკოკინა-ძამია ლოკოკინაო, მარტო არ მოგეწყინაო? მითხარი, რატომ აიგე ასე პატარა ბინაო? სტუმრად რომ ვინმე გეწვიოს, ს...ლექსი სპილოზეკითხვა ძალზე ადვილია, პასუხი კი - ძნელი. რატომ დადის დიდი სპილო მუდამ ფეხშიშველი? ასე ხსნიან პატარები ამ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026