kids.ge logo

ქვაზე ამოკითხული

ფავორიტებში დამატება
ვაი შენ, წუთისოფელო,
დაგცადე ათასფერადა,
შორით დაგიდექ,
შორიდან
რა, არ ღირდი ცქერადა,
ახლოს მოველ და
დამდაგე,
გამხადე დღეთა წერადა,
გავიქეც, გამომეკიდე,
გზა მომიქციე მტვერადა.

ცეცხლად მეკიდე,
მე კიდევ
დარდი ისედაც მკვერავდა,
ვერ იქნა, გაგსწორებოდი,
ვერ იქნა, აუჰ, ვერა და...
კლდე იყავ,
კენჭიც არ გქონდა
მოსარყევ-მოსამტვრევადა..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლორაც ძველია, ძველია, ძველია და მიდის. დღეს ახალი წელია, ზეიმია დიდი. დაფიფქული წარბებით, დათრთვილული ქუდით...ანა-ბანა, ანა-ბანაანა-ბანა, ანა-ბანა, სიხარულმა ამიტანა, - ჩემი ქვეყნის სიყვარულმა სადღა აღარ წამიყვანა. მთაში ჩანჩქერები ვ...ვინც ამ გოგოს გააცინებსშტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინც მისწვდება მისია, ვინც ამ გოგოს გააცინებს, გოგოს გული მისია... ეს ცხოვრება ასე...ხე დარგეთბილისელი ხარ, შენს თბილისს მზის სხივად გადაექარგე,- ქორწინების წინ ხე დარგე, შვილი გეყოლა, ხე დარგე! ხე ...საახალწლო კარნავალზეტანში ჟრუანტელი მივლის, ახალი წლის დილა დგება, ფიფქი - თოვლის შვილობილი ხელზე მტრედად მაფრინდება. მელაკუდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026