kids.ge logo

მამალი

ფავორიტებში დამატება

როცა ავად ვიყავი,
ვსვი და ვყლაპე წამალი
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა: - რა ვქნათო?
ბებიამ თქვა: - სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო.
ჰოდა, ეს რომ გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა...
იმ სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბურთი და ნიკორაბურთმა იგორა, იგორა, მინდორი გადაიგორა, მინდვრის ბოლოს რომ მიგორდა ბოლოში დახვდა ნიკორა, ნიკორამ ჰკითხა: ...ერთმა პატარა ბეღურამერთმა პატარა ბეღურამ დალეწა რკინის გალია; ასი პეპელა შეჭამა, ორი ათასი კალია, ასი ათასი მუხლუხო, მერე მოს...ყვინჩილასაქათმის კარებს რომ არ გიღებ, ამისთვის მემდური, ყვინჩილა? რა გიყო, რა ჩემი ბრალია, მეზობლის მამალმა გიჩივ...დათუნიას მოსაწვევი ბარათისათაფლიას უსიერში ყველას, ყველას გელით, ხვალ ჯვარს იწერს ჩემი ბიჭი, საამაყო ბელი. ფიჭვნარში მაქვს გამართუ...მანანა და ლალიმ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი! ლალი - რაო, ჩემო მანანა? მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა ჩემთან გა...
„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ლექსი „მამალი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026