kids.ge logo

ამ პატარას, იმ პატარას!

ფავორიტებში დამატება
გერ ვაკე მინდორია,
ხები დგას ირგვლივ ჯარად,
წრე შეუკრავთ პაწაწინებს,
წრეში მწკრივად ჩამომდგარან.
ისმის ტაში, მწყობრი ტაში,
ტრილებენ, როგორც ჯარა, -
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
გამოუხტა ოთარიკო
და ქართული დარა,
ფეხებს ისე ათამაშებს,
მიწას არცკი წაკარა;
მზეხათუნა მასთან ცეკვავს,
გადაიქცნენ ნიავქარად, —
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
ქართულს მოჰყვა ბაღდადური,
დავლური და განდაგანა!
ცეკვაში რომ სხვას ჩამორჩეს,
მათში არის ვინმე განა?
გიამ ნუნუ ათამაშა,
რეზომ - მზია და მანანა, -
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
ტაში, ტაში, ტაში, ტაში!
ყველამ ფეხებს აუჩქარა,
ტრილებენ მხრებგაშლილი
ჩიტუნების დასადარად;
მზე მაღლიდან დაკაშკაშებს
პატარების გასახარად, -
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026