kids.ge logo

თხა

ფავორიტებში დამატება
ერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა
თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა.
ატროკდა ერთხელ ბეკეკა, გაიჭრა ტყეში, გავარდა,
ნეკერი ჩააკრახუნა, კუნტრუშით შენავარდა.
მაგრამ ჩამწარდა მოლხენა, დღე დაუბნელდა მას შავად:
მგელს სუნი ეცა და თავზე წაადგა სულთამხუთავად.
გამაძღარი თვალები ცეცხლივით დაუბრილა,
კბილი მოავლო, გაჰგუდა, აბღავლა, ააღრილა.
ცხლად გადასანსლა მსუნაგმა, შეკვრიხა, შეახრამუნა!
მხოლოდ რქები და ჩლიქები ბებიას დანარჩუნა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თვალს მიხვევენ...თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ, და მაგდებენ საკირეში! ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა მითვლიან მე ერთ კვირეში!...ფუტკარისხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩე...ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...მუშურიყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო; დილის ნიავმა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026