kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება

თეთრად ქათქათებს მინდორი,
ბიჭო, რას უზი კერასა?
გამოდი, გამომზიგულდი,
რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა!

შეხედე დათოვლის სერებს:
ყელები უგავთ სურასა;
ზამთარი მხოლოდ აშინებს
ლაჩარს და ბუტუსურასა!

შენ ხომ არც ერთი არა ხარ,
მაშ ნუღარ დაიგვინებ,
თუ გუნდაბას ვერ შეძლებ,
პირს მაინც გაიმზინებ.

-მოვდივარ, შენი ჭირიმე,
ციგით და თხილამურებით,
მეც მიყვარს თვალის დატკბობა
ჯანსაღი თოვლის ყურებით!

ნახე, როგორი ბიჭი ვარ,
ციგას რომ გავასრილებ!
ხან ზედ დაგისვამ მოყვარულად,
ხან თოვლში გაკოტრილებ!

თუ გამეჯიბრე გუნდაში,-
სე აგიწვავ ყურებსა,
როგორც თონიდან ამოყრილ
კოხტად დაბრაწულ პურებსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...ჩიტი და ილაპატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,...რთველიადე, პირი დაიბანე, გამოფხიზლდი, ჩემო თინა! რახანია ცელქმა სიომ ვენახები დაირბინა. ვაზებს ჩხები შეურხია ის...მთხოვარიგზის პირას იდგა მთხოვარი, სად ხალხი მიმოდიოდა, გამვლელ და გამომვლელთანა უძლურებაზე ჩიოდა: - დამიგდო ავადმ...ახალი წელიინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა. ბალღებს შესძახა: ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026