kids.ge logo

შავი ყორანი

ფავორიტებში დამატება
გზა გავირე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები... ნუ იხედები!”

გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვი
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მწვერვალები ახალ მთებისკავკასიის მაღალ ქედზე მიდიოდნენ სვანები, ეხვეოდნენ ბილიკებად გზები დანაქანები. შუაღამე რომ გადვიდა, ერთი ...ქარით დატირებულიქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი, მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი. და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა...მიმღერე რამეროგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრული! დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე, იმას იგონებს დაღო...მე მოვალძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს, თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები. ამირანს მიჯაჭვულს და მ...ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავებისლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების ბაღებს იქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026